კომპანია NUEVA-მ ნიგოითი-ჩოლაბურგის საავტომობილო მონაკვეთზე ხიდბოგირების მშენებლობისთვის საჭირო მრავალეტაპიანი გეოდეზიური სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ავტობანის საინჟინრო ნიშნულების დეტალური გადამოწმება და ხელოვნური ნაგებობების სივრცითი პოზიციონირება.
მშენებლობის მიმდინარეობისას NUEVA-ს გუნდმა რამდენჯერმე უზრუნველყო ხიმინჯების ჩასმისთვის საჭირო ზუსტი კოორდინატებისა და სიმაღლეთა ნიშნულების ადგილზე გადატანა. მაღალი სიზუსტის აპარატურით განხორციელდა როგორც ხიმინჯოვანი საძირკვლების დაკვალვა, ისე შესრულებული სამუშაოების საკონტროლო აზომვები.
პერიოდული გეოდეზიური მონიტორინგი და ხიმინჯების პროექტულ პარამეტრებთან ზუსტი შესაბამისობა გარანტიას იძლევა, რომ ხიდბოგირებისა და ავტობანის კონსტრუქციული ელემენტები მაღალი საიმედოობითა და სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით მოეწყოს.

Last modified: 24/08/2026