კომპანია NUEVA-მ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ზონისთვის გეოლოგიური შრეების ციფრული 3D მოდელირება განახორციელა. პროექტი ეფუძნება ჩატარებული გეოლოგიური კვლევების ვრცელ მონაცემებს, რომელთა ხელახალმა დამუშავებამ და სისტემატიზაციამ შესაძლებელი გახადა წიაღისეულის გავრცელების არეალის ზუსტი სივრცითი სტრუქტურირება.

სამუშაოების ფარგლებში NUEVA-ს სპეციალისტებმა გაანალიზეს არსებული გეოლოგიური ანგარიშები, ჭაბურღილების მონაცემები და ქანების შრეობრივი მახასიათებლები. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სპეციალიზებულ პროგრამულ გარემოში აიგო საბადოს სამგანზომილებიანი მოდელი, რომელიც დეტალურად ასახავს მანგანუმის შემცველი შრეების სიღრმეს, სისქესა და გავრცელების დინამიკას.

არსებული გეოლოგიური მონაცემების გაციფრულება და 3D მოდელად გარდაქმნა კომპანიას აძლევს საშუალებას, ზუსტად შეაფასოს რესურსების მოცულობა, ოპტიმალურად დაგეგმოს მოპოვების შემდგომი ეტაპები და მინიმუმამდე დაიყვანოს საწარმოო რისკები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გეოლოგიური კვლევების ციფრული ტრანსფორმაცია: ჭიათურის საბადოს შრეების 3D მოდელირება
Precision Geomatics for Project Success
Close Search Window
↑