ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების აზომვითი სამუშაოების სწრაფად, ზუსტად და მოქმედი სტანდარტების სრული დაცვით შესრულებას. როგორც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხმარებელი, გთავაზობთ სერვისის სრულ ციკლს — ველზე ჩატარებული სამუშაოებიდან დოკუმენტაციის რეესტრის ერთიან ბაზაში ატვირთვამდე.
ჩვენი მომსახურება მოიცავს მიწის საკადასტრო და გამიჯვნის ნახაზების მომზადებას, საზღვრების კორექტირებას, სიტუაციურ ნახაზებს, ტოპოგრაფიულ რუკებსა და დაკვალვის სამუშაოებს. ასევე ვასრულებთ ბინის ამხანაგობის მიწის აზომვას, გამიჯვნას, გამოყოფასა და შენობის შიდა აზომვით სამუშაოებს.

Last modified: 23/08/2026