ხობის მოცვის პლანტაციაში ნუევას მიერ ჩატარებულმა მულტისპექტრულმა გადაღებამ და სივრცითმა ანალიზმა წყლის დებეტისა და წნევის სერიოზული ნაკლებობა გამოავლინა. არსებული 1.6 ლ/სთ წვეთოვანები ვერ აკმაყოფილებდა კულტურის განვითარებისთვის საჭირო სტანდარტებს, რის გამოც დღის წესრიგში სრული რეკონსტრუქცია დადგა.
პროექტის ფარგლებში NUEVA-მ დააპროექტა 500-ტონიანი წყლის ავზი და 1სთ/50ტ წარმადობის ტუმბო, ხოლო წვეთოვანების წარმადობა 2.6 ლ/სთ-მდე გაზარდა. ამ ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა წყლის რესურსის სტაბილური და უწყვეტი მიწოდება.
ტერიტორიის ეფექტური მართვისთვის შეიქმნა 7-სექტორიანი მორწყვის გრაფიკი, სადაც 76-წუთიანი ციკლებით თითოეული სექტორი გარანტირებულად იღებს 8.125 ტონა წყალს, რაც გამორიცხავს მცენარეთა გამოშრობის რისკს.

Last modified: 24/08/2026