NUEVA-მ ბოლნისის რაიონში, 60 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის ბაღში, მულტისპექტრული დრონით გადაღება და მორწყვის სივრცითი დიაგნოსტიკა ჩაატარა. ანალიზმა აჩვენა, რომ არსებული 18 კვ-იანი ძრავი და 85 ტ/სთ წყლის მიწოდება არასაკმარისი იყო ამ მასშტაბის ფართობისთვის, რის გამოც ცალკეული ზონები წყლის დეფიციტს განიცდიდა.
NUEVA-ს გუნდმა მასშტაბური ოპტიმიზაციის პროექტი მოამზადა, სადაც არსებული ძრავი შეიცვალა 22 კვ-იანი აგრეგატით, ხოლო დამატებითი 37 კვ ძრავის ჩართვით წყლის საერთო მიწოდება 152 ტ/სთ-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, წყლის რეზერვისთვის დაპროექტდა 1870 მ³ მოცულობის შიდა ავზი.
სისტემის ეფექტურობის მაქსიმიზაციისთვის ტერიტორია დაიყო 5 ძირითად სექტორულ პროგრამად (3.43 ჰა-დან 11.31 ჰა-მდე), რაც უზრუნველყოფს ნუშის პლანტაციის თითოეული მონაკვეთის ზუსტ და დროულ გამოკვებას.


Last modified: 24/08/2026