კომპანია NUEVA-მ წყალტუბოს ობიექტზე მულტისპექტრული დრონით გადაღება და ტერიტორიის დეტალური გეოინფორმაციული ანალიზი განახორციელა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არსებული სარწყავი ინფრასტრუქტურა 1.6 ლ/სთ წარმადობის წვეთოვანებით ვერ უზრუნველყოფდა ნიადაგის ოპტიმალურ და თანაბარ ტენიანობას.
გამოვლენილი პრობლემების საპასუხოდ NUEVA-ს ინჟინრებმა სარწყავი ქსელის მოდერნიზაციის პროექტი შეიმუშავეს. ახალი გეგმით წვეთოვანების გამტარუნარიანობა გაიზარდა 2.6 ლ/სთ-მდე, ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის კი მოხდა მილების დიამეტრების ოპტიმიზაცია 63-დან 110 მმ-მდე.
წყლის წნევის ეფექტური გადანაწილებისთვის დაპროექტდა 11-ეტაპიანი მორწყვის პროგრამა, სადაც ტუმბოებისა და ძრავების მუშაობა ზუსტად არის მორგებული თითოეული სექტორის მოთხოვნაზე.

Last modified: 24/08/2026