მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კომპანია „ნუევა“ გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებელი საკადასტრო მიმართულებით. აღნიშნული სტატუსი საშუალებას გვაძლევს, მიწის ნაკვეთების აზომვითი და საკადასტრო სამუშაოები კიდევ უფრო მაღალ, სახელმწიფო სტანდარტების შესაბამის დონეზე შევასრულოთ.
ამ სიახლის წყალობით, ჩვენს მომხმარებლებს პროცედურები მაქსიმალურად უმარტივდებათ და ეზოგებათ ძვირფასი დრო. საკადასტრო-აგეგმვითი ნახაზების მომზადება, მონაცემთა დამუშავება და საჯარო რეესტრის ერთიან ბაზაში ატვირთვა ხორციელდება პირდაპირ ჩვენი ოფისიდან, დისტანციურ რეჟიმში, რაც სრულიად გამორიცხავს იუსტიციის სახლში დამატებით ვიზიტებსა და რიგებში დგომას.
„ნუევა“ აგრძელებს განვითარებას და თქვენთვის კიდევ უფრო სწრაფი, კომფორტული და საიმედო გეოდეზიური თუ საკადასტრო სერვისების შეთავაზებას.

Last modified: 23/08/2026