კომპანია NUEVA-მ ქალაქ ჭიათურაში, საშევარდნოს კლდეზე ვია ფერატას (Via Ferrata) ორი მარშრუტის მოწყობის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დაამუშავა. პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში სათავგადასავლო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. საინჟინრო გადაწყვეტილებები შემუშავდა ვია ფერატას ევროპული სტანდარტის (prEN 16869:2017), შესაბამისი ევროკოდებისა და ეროვნული ტექნიკური რეგლამენტების საფუძველზე.

საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს საშევარდნოს კლდის ქვეშ დაწყებული და საშევარდნოს გადმოსახედზე დასრულებული ორი ცალმხრივი მარშრუტის მოწყობას, რომელთა შორის სიმაღლეთა სხვაობა 62 მეტრია. პირველი ტრასა მოიცავს 140 მეტრიან მონაკვეთს სპეციალური რკინის საფეხურებითა და 14 მმ-იანი ფოლადის უსაფრთხოების ბაგირით, ხოლო მეორე — 120 მეტრიან მონაკვეთს მხოლოდ ფოლადის დამცავი ტროსით. ორივე ბილიკს მინიჭებული აქვს რთული კატეგორია, რაც გავლისას სპეციალურ სალაშქრო უნარებსა და სავალდებულო აღჭურვილობას მოითხოვს.

NUEVA-ს მიერ მომზადებული პაკეტი მოიცავს კონსტრუქციულ გადაწყვეტებს (საფეხურების, ანკერული სამაგრებისა და ლითონის ჭიშკრების მოწყობა), ტრასის გასწვრივ მზის ენერგიაზე მომუშავე ავტონომიურ LED განათებასა და კლდის გასანათებელ პროჟექტორებს. გარდა ამისა, პროექტში გაწერილია ბილიკის სრული მარკირება ლურჯი ნიშნულებით, ცალმხრივი საინფორმაციო დაფებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება.

მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია სრულად უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების ორგანიზებულ, უსაფრთხო წარმოებასა და ობიექტის შემდგომ საიმედო ექსპლუატაციას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ვია ფერატას ორი მარშრუტის დაპროექტება
Precision Geomatics for Project Success
Close Search Window
↑