კომპანია Nueva LLC-იმ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებარე ტერიტორიაზე საბაზისო გეოდეზიური ქსელის მოწყობისა და საკონტროლო რეპერების მონტაჟის პროექტი წარმატებით განახორციელა. სამუშაოებმა შექმნა ფუნდამენტური საინჟინრო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს პორტის მშენებლობის შემდგომი ეტაპების — მათ შორის ფსკერდაღრმავებითი, საზღვაო-საინჟინრო და ინფრასტრუქტურული ობიექტების სამონტაჟო პროცესების მაღალ სიზუსტეს.

პროექტის ფარგლებში გამოყენებულ იქნა სპეციალური მეთოდოლოგია (პირობითი დასახელებით „ყულევის სტანდარტი“). რადგან საქართველოში GEO CORS ქსელით RTK რეჟიმში მუშაობისას გლობალური ნავიგაციის ოთხი სისტემიდან მხოლოდ ორი (GPS და GLONASS) ფუნქციონირებს, სიზუსტის მაქსიმიზაციისთვის უზრუნველყოფილ იქნა 24-საათიანი პერმანენტული მონიტორინგი. სპეციალურ შტატივებზე მყარად დაფიქსირებული GNSS მიმღებებით კოორდინატის აღება ხორციელდებოდა ყოველ 30 წუთში, მაღალსიზუსტიანი Ground Control Point (GCP) ფუნქციონალით.

GCP ალგორითმით აპარატი იღებდა 10 წერტილს, გადაიტვირთებოდა, ხელახალი ჩართვის შემდეგ იღებდა კიდევ 20 წერტილს და მათ საშუალოს (Average) აფიქსირებდა. 24 საათის განვავლობაში შეგროვებული 48 ასეთი ციკლის შედეგად (ჯამში 960 ინდივიდუალური გაზომვით: 48 × 20 = 960), გამოყვანილი საბოლოო მონაცემით ცდომილება GEO CORS-ით სტანდარტულ აზომვასთან შედარებით 8 მმ-მდე შემცირდა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად დამკვეთს გადაეცა ყულევის ტერმინალში არსებული Control Point-ის ბაზაზე დაფუძნებული, ორი ძირითადი საბაზისო რეპერის (NUEVA 1 და NUEVA 2) მაღალსიზუსტიანი სივრცითი კოორდინატებისა და სიმაღლეთა მონაცემთა პაკეტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

NUEVA 1 და NUEVA 2 – განსაკუთრებულად მაღალი სიზუსტის გეოდეზიური წერტილები, რომლებზეც ანაკლიის პორტი აშენდება
Precision Geomatics for Project Success
Close Search Window
↑