კომპანია „ნუევამ“ (Nueva LLC) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიის სრული ტოპო-გეოდეზიური აგეგმვა განახორციელა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად შეიქმნა ტერიტორიის ზუსტი ტოპოგრაფიული გეგმა, რომელიც საინჟინრო-სამშენებლო პროცესის ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს.

მაქსიმალური სიზუსტის უზრუნველსაყოფად, აგეგმვითი სამუშაოები განხორციელდა ყულევის ტერმინალში არსებული Control Point-ის საბაზო სადგურიდან. საველე და კამერალური დამუშავების შედეგად დეტალურად აიგეგმა არსებული ინფრასტრუქტურა და ბუნებრივი ლანდშაფტი: საავტომობილო გზები, შენობა-ნაგებობები, წყლის არხები, მწვანე ნარგავები და რელიეფის ჰორიზონტალები. გეგმაზე ასევე ზუსტად დაიტანეს საინჟინრო კომუნიკაციები — ელექტროგადამცემი ხაზები და ელექტრობოძები.

პროექტის ფარგლებში დამუშავდა როგორც სტანდარტული ტოპოგრაფიული გეგმა, ასევე ორთოფოტოგეგმაზე დატანილი სივრცითი მონაცემები. დამკვეთს სრულად გადაეცა შექმნილი გეოდეზიური პაკეტი ციფრულ ფორმატებში (DWG, DXF, PDF) და შესაბამისი ტექნიკური ანგარიში, რაც პორტის შემდგომი დაპროექტებისა და სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმართვის გარანტიაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ანაკლიის პორტის მშენებლობა „ნუევას“ ტოპოგრაფიას დაეფუძნება
Precision Geomatics for Project Success
Close Search Window
↑