2017 წლის 19 აპრილს ქართულ საინჟინრო ბაზარზე ოპერირება ოფიციალურად დაიწყო კომპანია NUEVA-მ (შპს „ნუევა“, საიდენტიფიკაციო კოდი: 412726233). დაფუძნების პირველივე დღიდან ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის საინჟინრო, გეოდეზიური, საკადასტრო და საპროექტო მომსახურება, სადაც თითოეული დეტალი მაქსიმალური სიზუსტითა და პროფესიონალიზმით შესრულდება.

ჩვენი გუნდი აერთიანებს მრავალპროფილური გამოცდილების მქონე სპეციალისტებს, რომლებიც მზად არიან, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ნებისმიერი მასშტაბისა თუ სირთულის დავალებას. ჩვენი სტრატეგიის ფუნდამენტური ნაწილია წარმოების პროცესში უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე აპარატურის დანერგვა — მაღალი სიზუსტის GNSS მიმღებებითა და გეოდეზიური ინსტრუმენტებით დაწყებული, ბაზარზე არსებული ყველაზე პროგრესული საჰაერო დრონებითა თუ მულტისპექტრული გადაღების სისტემებით დამთავრებული.

შპს „ნუევას“ დიდი გეგმები და ამბიციური ხედვა აქვს: გვსურს, აქტიურად ჩავერთოთ როგორც მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში — ავტობანების, ხიდბოგირებისა და რთული კონსტრუქციების გეოდეზიურ უზრუნველყოფაში.
ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზი შპს „ნუევას“ სანდო და შეუცვლელ პარტნიორად აქცევს.

ვნახოთ ჩვენ უფრო მაგრები ვართ თუ ჩვენი კონკურენტები:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ინოვაციური ხედვა და მაღალი ტექნოლოგიები:  ქართულ ბაზარზე საქმიანობა “ნუევამ” დაიწყო
Precision Geomatics for Project Success
Close Search Window
↑