საველე გეოდეზიური სამუშაოებისას ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაბრკოლებას მობილური ინტერნეტის არარსებობა, ფიჭური კავშირის დაბალი ხარისხი ან GeoCORS-ის სადგურებთან სიგნალის წყვეტა წარმოადგენს. ასეთ დროს პროცესი ფერხდება, იკარგება დრო და ირღვევა აზომვების სიზუსტე. კომპანია NUEVA ამ პრობლემის გადასაჭრელად გთავაზობთ პროფესიონალურ გამოსავალს: Stonex S850A GNSS მიმღებებისა და Stonex SR35 / SR35-E Wireless Data Transceiver გარე UHF რადიოტრანსივერების იჯარას, სრულ ტექნიკურ მხარდაჭერასა და საველე სწავლებასთან ერთად.

აღნიშნული ტექნიკური კომპლექსი მუშაობს დამოუკიდებელი Base + Rover პრინციპით. ლოკალური საბაზო სადგური მოსახერხებელ წერტილში განთავსდება და ძლიერი UHF რადიოარხის მეშვეობით RTK კორექციებს პირდაპირ აწვდის როვერებსა თუ RTK დრონებს, მათ შორის DJI Mavic 3 Enterprise-ს, ყოველგვარი მობილური ინტერნეტისა და GSM ქსელების გარეშე. ეს სისტემა შეუცვლელია ხეობებში, ტყიან მასივებში, კარიერებსა და შორს მდებარე რთულ რელიეფზე, სადაც GeoCORS-ის ბაზებიდან დიდი დაშორების ან სერვერული ხარვეზების გამო მუშაობა შეუძლებელია.

სისტემის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ავტობანების, მილსადენების, ხიდბოგირებისა და დიდი ტერიტორიების ტოპოგრაფიული აზომვისა თუ დაკვალვისას. იგი უზრუნველყოფს სრულ ავტონომიურობას, სტაბილურ Fixed სიგნალს და მაღალ სიზუსტეს დიდ რადიუსში. აპარატურის იჯარასთან ერთად, NUEVA-ს ინჟინრები ჩაგიტარებენ პრაქტიკულ ტრენინგს, სადაც შეგასწავლიან ბაზის გამართვას, UHF რადიოს კონფიგურაციასა და დრონებთან თუ როვერებთან გამართულ ინტეგრაციას, რაც თქვენს გუნდს სამუშაოების სწრაფად და უშეცდომოდ შესრულებაში დაეხმარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ნუევამ ბაზა-როვერით მომსახურეობა, მისი სწავლება და აპარატის ცალკეულად გაქირავება დაიწყო.
Precision Geomatics for Project Success
Close Search Window
↑