კომპანია NUEVA-მ, Stonex-ის ოფიციალურ ოფისთან შეთანხმებით, Stonex S850A GNSS მიმღებისა და Stonex SR35 / SR35-E Wireless Data Transceiver გარე UHF რადიოტრანსივერისგან შემდგარი მაღალი სიზუსტის RTK კომპლექსის პრაქტიკული ტესტირება განახორციელა. ექსპერიმენტული გამოცდის მთავარ მიზანს მობილურ ინტერნეტზე სრულად დამოუკიდებელი, ლოკალური Base + Rover ინფრასტრუქტურის მაქსიმალური შესაძლებლობებისა და რეალური სიზუსტის დადგენა წარმოადგენდა.

ტესტირების ფარგლებში საბაზო სადგური ქუთაისში განთავსდა. იდეალური ხილვადობის პირობებში, UHF რადიოკავშირის საშუალებით, RTK კორექციის სიგნალმა 60 კილომეტრიან პირდაპირ მანძილს მიაღწია — ქალაქ ლანჩხუთში როვერმა სტაბილური Fixed რეჟიმი შეინარჩუნა. ადგილზე GeoCORS-ის სახელმწიფო ქსელთან შედარებით კოორდინატულმა ცდომილებამ სულ რაღაც 3.5 სანტიმეტრი შეადგინა, რაც 60 კმ-იან საბაზო მანძილზე შთამბეჭდავი შედეგია. აღნიშნულმა კომპლექსმა ანალოგიური მაღალი ეფექტურობა უკვე აჩვენა ყულევის ობიექტზეც, სადაც ლოკალური საბაზო სადგური SR35 / SR35-E რადიოტრანსივერით 50 კმ-მდე რადიოდაფარვით ოპერირებს.

Multi-Constellation მხარდაჭერით (GPS, GLONASS, Galileo, BeiDou) აღჭურვილი სისტემა უზრუნველყოფს მაღალ სტაბილურობას. აღსანიშნავია, რომ NUEVA-ს ინჟინრები აღნიშნულ RTK კორექციებს პირდაპირ რადიოარხით აწვდიან როგორც საველე როვერებს, ისე DJI Mavic 3 Enterprise RTK დრონს. ეს ტექნოლოგიური უპირატესობა კომპანიას აძლევს სრულ ავტონომიურობას, შეასრულოს უმაღლესი სიზუსტის ტოპოგრაფიული, საინჟინრო და აეროფოტოგადაღებითი სამუშაოები ინტერნეტდაფარვის არმქონე ან გეოქორისთვის მიუწვდომელ ლოკაციებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

60 კმ მანძილზე 3.5 სმ ცდომილება: Stonex-ის RTK სისტემის ტესტირება ქუთაისიდან ლანჩხუთამდე
Precision Geomatics for Project Success
Close Search Window
↑