საინჟინრო-საპროექტო კომპანია „ნუევამ“ მოამზადა პროექტი, რომელიც წმინდა გერმანეს ქუჩაზე არსებული ტერიტორიის სრულყოფილ კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

ახალი სკვერი თანამედროვე ურბანულ სტანდარტებზეა მორგებული და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მრავალფუნქციურ მოსასვენებელ გარემოს შექმნის. ტერიტორიაზე დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა რულონური გაზონები და მწვანე ნარგავები.

სკვერის ცენტრალურ ნაწილში დამონტაჟდება დეკორატიული შადრევნები, აუზი და კასკადური წყლის სისტემა. რეკრეაციულ ზონაში ასევე განთავსდება ხის კონსტრუქციის ფანჩატური, ტალავერები, თანამედროვე გარეგანათება, დეკორატიული სკამები, სანაგვე ურნები და ღია ჭადრაკის მოედანი.

კომპანია ნუევა იმედოვნებს, რომ ახალი სივრცე ჭიათურელებსა და ქალაქის სტუმრებს კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და თანამედროვე გარემოთი უზრუნველყოფს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ახალი სკვერი ქალაქ ჭიათურისთვის
Precision Geomatics for Project Success
Close Search Window
↑