დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაკვეთით, NUEVA-მ კინჩხის (ოკაცეს) ჩანჩქერის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიაზე ტურისტული ბილიკის უსაფრთხოების მიზნით ქვათაცვენისა და კლდეზვავის რისკების კომპლექსური კვლევა განახორციელა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საველე კვლევები, გეოდეზიური გაზომვები და დრონით აეროგადაღება. მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიქმნა ტერიტორიის 3D მოდელი და ორთოფოტო, რაც გამოყენებულ იქნა არასტაბილური კლდოვანი უბნების, შესაძლო ქვათაცვენის ტრაექტორიებისა და რისკის ზონების გამოსავლენად.

კვლევის შედეგად გამოიყო სხვადასხვა რისკის მქონე უბნები და მომზადდა რეკომენდაციები ტურისტული ბილიკისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის დაცვისთვის, მათ შორის პრევენციული საინჟინრო ღონისძიებებისა და შემდგომი მონიტორინგის მიმართულებით.

მიღებული შედეგები ქმნის საფუძველს ტერიტორიის უსაფრთხო მართვისა და შემდგომი საინჟინრო გადაწყვეტილებების დაგეგმვისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

კინჩხის ჩანჩქერზე ქვათაცვენის რისკების შეფასება და პრევენცია
Precision Geomatics for Project Success
Close Search Window
↑