კომპანია NUEVA-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყალში, შპს „მკისა აგრონომის“ მოცვის პლანტაციისთვის განაშენიანების სრული პროექტი და სივრცითი მონაცემთა ბაზა შეიმუშავა. სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიის მაღალი სიზუსტის ორთოფოტოგადაღება DJI Mavic 3 RTK დრონით განხორციელდა, ხოლო მონაცემთა სტრუქტურირება ArcGIS პროგრამულ გარემოში შესრულდა.

კვლევის შედეგად შეიქმნა დეტალური გეოსივრცითი პროდუქტი: პლანტაციის სექტორებად (A, B, C, D, E, F სექტორები ჰექტრობრივი ფართობების მიხედვით) დაყოფის რუკა და მოცვის ჯიშების (სტარი, ონეილი, ელიზაბეტუ, სუზილუ, მაუერიკი, გლადიატორი, ერლიბლუ და სხვ.) სივრცითი ატრიბუტული ბაზა. ეს ციფრული ინსტრუმენტი აგრონომიულ გუნდს აძლევს შესაძლებლობას რეალურ დროში აკონტროლოს თითოეული ჯიშის ფაქტობრივი განფენილობა და ნარგავების რაოდენობა.

ეს მიდგომა იცავს მეურნეობას ჯიშობრივი აღრევისგან და გამორიცხავს სხვადასხვა მოთხოვნის მქონე ჯიშებზე არასწორი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების რისკს. სისტემა იძლევა სარწყავი წყლის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების ზუსტი დოზირების შესაძლებლობას სექტორების მიხედვით, რაც თავიდან აცილებს ზედმეტ ხარჯვას და საგრძნობლად ზოგავს საოპერაციო ბიუჯეტს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გუბისწყალში მოცვის ბაღების ორთოგადაღება და ჯიშობრივი GIS ბაზის შექმნა
Precision Geomatics for Project Success
Close Search Window
↑