კომპანია NUEVA-მ ხობის რაიონში მოცვის პლანტაციის განაშენიანებისა და დამცავი ქარსაცავი ზოლების მოწყობის ერთიანი, კომპლექსური საპროექტო გეგმა შეიმუშავა. სამუშაოები განხორციელდა DJI-ს მაღალი სიზუსტის RTK დრონით ჩატარებული ორთოგადაღებისა და GIS ტექნოლოგიების გამოყენებით, რამაც უზრუნველყო ტერიტორიის საზღვრების, რელიეფისა და ნიადაგის თავისებურებების სანტიმეტრული სიზუსტით ასახვა.

პროექტის მთავარი საინჟინრო უპირატესობა მოცვის რიგებისა და ქარსაცავი ზოლების სინქრონული დაპროექტებაა. ორთოფოტოგეგმაზე ზუსტად განისაზღვრა მოცვის კვალების მიმართულებები და მათ შორის დამცავი მწვანე ზოლების ოპტიმალური ინტერვალები გაბატონებული ქარების დერეფნების გათვალისწინებით. ეს პროდუქტი იცავს მცენარეს ქარისმიერი მექანიკური დაზიანებისგან, ნაყოფის ცვენისგან, ნიადაგის ზედაპირული შრის გამოშრობისა და სარწყავი სისტემების მოშლისგან.

ინფრასტრუქტურის ერთიან სისტემაში დაგეგმვა მეურნეობას აძლევს სასარგებლო მიწის ფართობის მაქსიმალური ათვისებისა და რესურსების ოპტიმიზაციის საშუალებას. პროექტი გამორიცხავს ტექნიკის მანევრირების შეფერხებას და თავიდან აცილებს არასწორი გაშენებით გამოწვეულ დანაკარგებს. წინასწარი საინჟინრო მოდელირება მნიშვნელოვნად ზოგავს სარგავი მასალისა და საირიგაციო ქსელის სამონტაჟო ხარჯებს, ამცირებს საექსპლუატაციო რისკებს და უზრუნველყოფს პლანტაციის მაღალ მოსავლიანობას.

დამკვეთს გადაეცა სრული გეოსივრცითი საპროექტო პაკეტი: UTM საკოორდინატო ბადით დაკავშირებული ორთოფოტოგეგმები, მოცვის რიგებისა და ქარსაცავი ზოლების ზუსტი გეომეტრიული სქემები, კორდინატები და ციფრული მონაცემთა ბაზა, რის საფუძველზეც მოხდვა ნუევას თანამშრომლების მიერ ნერგების სათითაო დაკვალვა. საბოლოოდ პლანტაციის გაშენება და დამცავი ზოლების მოწყობა წარმატებით განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

მოცვის პლანტაციის განაშენიანებისა და ქარსაცავი ზოლების კომპლექსური პროექტირება ხობის რაიონში
Precision Geomatics for Project Success
Close Search Window
↑