NUEVA-ს ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ფარგლებში კომპანიამ შეიძინა Stonex S850A GNSS/RTK მიმღები და Stonex SR35/SR35-E Wireless Data Transceiver გარე რადიო, რითაც შესაძლებელი გახდა დამოუკიდებელი, მაღალი სიზუსტის RTK ინფრასტრუქტურის მოწყობა და დიდი მასშტაბის გეოდეზიური სამუშაოების შესრულება.

სისტემა მუშაობს Base + Rover პრინციპით. Stonex SR35/SR35-E გარე რადიო UHF არხის საშუალებით გადასცემს RTK კორექციებს როვერს ან შესაბამის RTK დრონს პირდაპირ რადიოკავშირით, მობილურ ინტერნეტზე დამოკიდებულების გარეშე. შესაბამის პირობებში სისტემის რადიოდაფარვა შესაძლებელია დაახლოებით 50 კმ-მდე, რაც განსაკუთრებით ეფექტურია დიდ ინფრასტრუქტურულ, ინდუსტრიულ და ხაზოვან ობიექტებზე მუშაობისას.

სისტემა მხარს უჭერს GPS, GLONASS, Galileo და BeiDou თანამგზავრულ სისტემებს და სტაბილურ Fixed რეჟიმში უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის RTK პოზიციონირებას. ლოკალური საბაზო სადგურის გამოყენებით ნომინალური სიზუსტე აღწევს დაახლოებით 8 მმ + 1 ppm RMS-ს.
მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სტონექსის ოფიციალურ ვებ გვერდზე. https://www.stonex.it/product/sr35-external-radio/

აღნიშნული ტექნიკური კომპლექსი NUEVA-ს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად შეასრულოს მაღალი სიზუსტის ტოპოგრაფიული აზომვები, დაკვალვითი სამუშაოები, სამშენებლო გეოდეზიური კონტროლი და RTK დრონებისთვის კორექციის მიწოდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

50 კმ ის რადიოდაფარვა ინტერნეტის გარეშე: ნუევამ STONEX ის ბრენდის  ახალი ბაზაროვერი შეიძინა
Precision Geomatics for Project Success
Close Search Window
↑