ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და თანამშრომელთა თუ მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია „ნუევა“ დროებით მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ოფისში მოსულ ერთ-ერთ კლიენტს კორონავირუსი დაუფიქსირდა.
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, კომპანიის სამუშაო სივრცესა და სათავო ოფისში უკვე ჩატარდა სრული სადეზინფექციო სამუშაოები. კომპანიის გუნდი აგრძელებს საქმიანობას და კლიენტთა მომსახურებას შეუფერხებლად, ონლაინ რეჟიმში. ყველა მიმდინარე პროექტი და კონსულტაცია გაგრძელდება დისტანციურად, ციფრული არხების საშუალებით.
„ნუევა“ მოუწოდებს ყველას სიფრთხილისაკენ და გისურვებთ ჯანმრთელობას!



Last modified: 23/08/2026