კომპანია ნუევა ანაკლიის მშენებარე პორტის სტრატეგიულ პროექტში ექსკავატორებისა და მძიმე ტექნიკის 3D მართვისა და გეოდეზიური მონიტორინგის პროცესის თანამონაწილე ხდება. Leica-ს 3D ტექნოლოგიების დანერგვითა და QINSy პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ჩვენ შევძლებთ აზომვითი და მიწისწაჭრის სამუშაოების მაქსიმალური სიზუსტის უზრუნველყოფას.
სექტემბრიდან ჩვენი გუნდის წევრები სრულად უხელმძღვანელებენ CAT 350-ისა და Hitachi ZX1200-ის მონტაჟისა და კალიბრაციის სრულ გეოდეზიურ პროცესს — უახლესი ინოვაციები ქვეყნის მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის სამსახურში.

დაკვალვა მშენებლობის ობიექტზე მუდმივი გეოდეზიური მომსახურება ხაზობრივი ობიექტების დაკვალვა
Last modified: 18/08/2026