შპს „ნუევა“ საინჟინრო, გეოდეზიური და გეომატიკური მომსახურების კომპანიაა, რომელიც სივრცით მონაცემებს საიმედო საინჟინრო გადაწყვეტილებებად გარდაქმნის.
კომპანია 2017 წლის 19 აპრილს დაფუძნდა და მისი პირველადი საქმიანობის სფერო კლასიკური ტოპოგრაფიული და საკადასტრო აზომვები იყო. პროექტების მასშტაბის ზრდასთან ერთად, „ნუევა“ ჩამოყალიბდა ერთიან ეკოსისტემად, სადაც საველე გეოდეზია, უპილოტო ავიაცია, ციფრული მოდელირება და ინფრასტრუქტურული პროექტირება ერთ სამუშაო პროცესშია გაერთიანებული.
დღეს „ნუევა“ წარმოადგენს კომპანიას, რომელსაც ქვეყნის წამყვანი სამშენებლო ჰოლდინგები და საინვესტიციო ფონდები ენდობიან. ჩვენი გუნდის მიერ შესრულებულ ტოპოგრაფიულ აგეგმვას, საკონტროლო ქსელებს, მუდმივ გეოდეზიურ უზრუნველყოფას, სამშენებლო ტექნიკის 3D მართვის სისტემებსა და გეომატიკურ სერვისებს ეფუძნება საქართველოში მიმდინარე 3 ყველაზე მსხვილი საინჟინრო მშენებლობიდან 2 სტრატეგიული პროექტი — ანაკლიის მშენებარე პორტი და ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის კომპლექსი.
მსხვილი კერძო დამკვეთების გარდა, კომპანიის პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს მასშტაბურ მუნიციპალურ და სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. „ნუევას“ საინჟინრო გუნდი ახორციელებს საავტომობილო გზებისა და საყრდენი კედლების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, სამშენებლო დაკვალვასა და მოცულობების უწყვეტ, ზედმიწევნით კონტროლს.
სამუშაოების მაღალ სიზუსტესა და სისწრაფეს უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიური არსენალი. საველე გაზომვებისთვის გამოიყენება მაღალი სიზუსტის სატელიტური მიმღებები, ავტონომიური საბაზო სადგურები, ელექტრონული ტაქეომეტრები და მობილური ლაზერული სკანირების სისტემები. დიდი ტერიტორიების დეტალური ციფრული რელიეფის მოდელების, წერტილოვანი ღრუბლებისა და ორთოფოტოების მისაღებად კომპანია იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებსა და მულტისპექტრულ სენსორებს. მონაცემების დამუშავება, სივრცითი ანალიზი და მოდელირება კი წამყვან სპეციალიზებულ საინჟინრო და გეოინფორმაციულ პროგრამულ გარემოში ხორციელდება.
კომპანიის საქმიანობაში ცალკე სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს აგრარული გეომატიკა და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების სივრცითი დაგეგმვა. მულტისპექტრული აეროგადაღებისა და დისტანციური ზონდირების მეშვეობით „ნუევა“ ახორციელებს ნარგავებისა და პლანტაციების მონიტორინგს, მცენარეულობის ვეგეტაციური ინდექსების (NDVI, NDRE, GNDVI) ანალიზსა და დენდროლოგიურ ინვენტარიზაციას. ეს კვლევები აგრობიზნესსა და ფერმერულ მეურნეობებს აძლევს ზუსტ მონაცემებს ნიადაგის ვარიაციების, კულტურების ჯანმრთელობისა და რესურსების ოპტიმალური მართვისთვის.
„ნუევასთვის“ ნებისმიერი პროექტი იწყება სივრცის რეალური გეომეტრიის ზუსტი გააზრებით და სრულდება მზა საინჟინრო შედეგით. კომპანიის მიზანია დამკვეთს მიაწოდოს არა მხოლოდ ცალკეული გაზომვები, არამედ სრულყოფილი ციფრული და საინჟინრო მხარდაჭერა, რაც რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და უზრუნველყოფს პროექტის ეფექტურ განხორციელებას.
ჩვენი გზა იწყება ზუსტი გაზომვებიდან, მიდის ინტეგრირებულ საინჟინრო გადაწყვეტილებებამდე და სრულდება ამ გადაწყვეტილების შესრულების გეომატიკური ზედამხედველობით.
ჩვენთან ყველაფერი გაზომვადია – თქვენი ნდობის გარდა.
Geopoint Inc. routinely provides surveying solutions for business, real estate, land development and civil engineering in Boise area.
ზუსტი გეომატიკა პროექტის წარმატებისთვის